Wednesday, June 27, 2012

ვიდეო არქივი



,,კომედიანტები,,  

რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი როლებში: ნიკო გომელაური, რამაზ იოსელიანი, სლავა ნათენაძე, მაია დობორჯგინიძე, ირინა მეღვინეთუხუცესი




,,ძმები,, 

რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი როლებში: ნიკო გომელაური, აპოლონ კუბლაშვილი, კახა მიქიაშვილი, ბუბა გოგორიშვილი, ჯაბა კილაძე, მამუკა მუმლაძე, თიკო კორძაძე, ევა ხუტუნაშვილი, მაია დობორჯგინიძე, სლავა ნათენაძე






,,იდიოტოკრატია,,  

რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი როლებში: ნიკო გომელაური, სანდრო მარგალიტაშვილი, კახა მიქიაშვილი, თიკო კორძაძე, სლავა ნათენაძე, ლელა მეტრეველი, მაია დობორჯგინიძე, ქეთა ლორთქიფანიძე, აპოლონ კუბლაშვილი, ჯაბა კილაძე, მამუკა მუმლაძე, თამუნა ნიკოლაძე






,,კავკასიური ცარცის წრე,,  

 რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი როლებში: ნიკო გომელაური, მარიშა კიტია, კახა მიქიაშვილი, თიკო კორძაძე, სლავა ნათენაძე, სანდრო მარგალიტაშვილი,მაია დობორჯგინიძე, ქეთა ლორთქიფანიძე, მამუკა მუმლაძე, ვანო ქურასბედიანი, გიორგი ჯიქია, ოთო კოვზირიძე




,,ბინა ყიფშიძის ქუჩაზე,, 

 რეჟისორი: გიორგი შალუტაშვილი როლებში: ვანო იანტბელიძე, თამრიკო მამულაშვილი, თამუნა ადამია, თამუნა ნიკოლაძე, ჯაბა კილაძე, მაია დობორჯგინიძე, გვანცა გიორგობიანი, თამთა პატაშური, ანი ალადაშვილი, მახო შაყულაშვილი, ბაჩო სოხაძე












Sunday, June 24, 2012

თეატრის პრობლემები


ინტერვიუ ირინა ღოღობერიძესთან

„გოდოს მოლოდინში ვართ, იმედია, გოდო მოვა…“ ინტერვიუ ირინა ღოღობერიძესთან. (დაიბეჭდა გაზეთში “დრონი.ჯი”, 2010 წლის მაისში). რეზო შატაკიშვილი რა პრობლემები აქვს დღეს ქართულ თეატრს და ამ პრობლემათაგან, რომელი ვლინდება უშუალოდ მაშინ როდესაც მაყურებელი სპექტაკლს უყურებს? რომელია ამ პრობლემებიდან „ქართული“ – ანუ ისეთი რაც არ ახასიათებს დასავლურ თეატრს? ამ თემებზე „დრონი.გე“ ესაუბრება თეატრმცოდნე ირინა ღოღობერიძეს, რომლისთვისაც დღევანდელი [...]

„სპექტაკლმა უნდა ააფორიაქოს, ააღელვოს მაყურებელი… წონასწორობა დააკარგვინოს…“

როგორ აწვალებს მაყურებელს გოგი მარგველაშვილი? (დაიბეჭდა გაზეთ „ქართულ უნივერსიტეტში“). რეზო შატაკიშვილი რა პროცესი მიმდინარეობს დღეს ქართულ თეატრში, რა ტენდენციები იკვეთება და რა როლი აქვს ამ პროცესში ახალაგზრდობას  და პირიქით, რა როლი აკისრია დღეს თეატრს ახალგაზრდობის და საერთოდ ადამიანის ცხოვრებაში? როგორი მაყურებელია ახალგაზრდობა და როგორია როგორც შემოქმედი? ამ საკითხებზე „ქართული უნივერსიტეტი“ ესაუბრება რეჟისორსა და პედაგოგს, თეატრისა [...]

როგორი იქნება უთეატრო თაობა? ინტერვიუ გია კიტიასთან

„არა თაობა, არამედ ცალკე ცალების კრებული“ რა როლი აკისრია თეატრს მოზარდების აღზრდაში და როგორი იქნება უთეატრო თაობა? ინტერვიუ გია კიტიასთან რეზო შატაკიშვილი (დაიბეჭდა გაზეთ “ქართულ უნივერსიტეტში”). რას აძლევს ბავშვს თეატრთან ზიარება და რა ხდება მაშინ როცა მას ამ სასწაულის ნაცვლად სატყუარას ვთავაზობთ? რა როლს ასრულებს თეატრი ბავშვის ადამიანად ჩამოყალიბებაში? რატომ აკისრია საბავშვო თეატრს გაორმაგებული პასუხისმგებლობა? [...]


წყარო: http://rezoshatakishvili.wordpress.com/category/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

თანამედროვე ქართული თეატრი


ადრე, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ჩვენს საიტს ჰქონდა ფორუმი, ერთ-ერთმა ჩვენმა მომხმარებელმა საკითხს: “კვდება თუ არა თეატრი” მიუძღვნა თემა სადაც ზოგადად ისაუბრა დღეევანდელი თეატრის ყოფაზე, მინდა ვთქვა რომ თეატრი არ კვდება, უბრალოდ დრო ცვლის ყველაფერს და მასთან ერთად იცვლება თეატრიც, იცვლებიან მსახიობები, მაყურებლები და ა.შ. თუმცა თეატრი ხელოვნების ის დარგია, რომელსაც დასაბამი ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან აქვს, იგი დღემდე ვითარდება და იცვლება. თეატრი ხელოვნების ისეთი რელიქვიაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც მამისგან შვილს მისი გვარი და ამ საგვარეულო ჯაჭვის გაწყვეტა შეუძლებელია! როგორც მახსოვს ქართული თეატრის ისტორიიდან 19-20 საუკუნის საქართველო თეატრალური ცხოვრების განვითარების პიკზე იყო.
ამ დროს იდგმებოდა ისეთი სპექტაკლები რომლებიც ცვლიდნენ ხალხის მსოფლხედველობას. (იხილეთ ზოგიერთი სპექტაკლი) თითოეულ სპექტაკლის,თითოეულ დიალოგში, ყველა ასაკის ადამიანი სწავლობდა სხვის შეცდომაზე, იღებდა ცხოვრებისეულ გამოცდილებას, იმიტომ რომ თითქმის ყველა სპექტაკლი შექმნილი და დადგმული იყო რეალურ მოვლენებზე, რომელსაც რეჟისორი ისე საინტერესოდ და ლამაზად ფუთავდა რომ, რაც არუნდა მწარე რეალობა ყოფილიყო, მაინც დიდი ინტერესით და უმეტეს შემთხვევაში ღიმილით უყურებდნენ. თეატრი ეს ის ადგილია, სადაც სცენაზე, შენს ცხოვრებას გვერდიდან უყურებ, შეიძლება მოულოდნელად რომელიმე მსახიობში, შენი თავიც დაინახო… კინოსგან განსხვავებით თეატრში ყველა სიტყვა,გრძნობა და მოქმედება უფრო მძაფრ და რეალისტურ შეგრძნებებს ტოვებს მაყურებელში ვიდრე სახლში, ტელევიზორში ნანახი ცხოვრებისეული ან სხვა მსგავსი ფილმი.
საინტერესო რა ხდება? თქვენი აზრით რა აკლია ქართულ თეატრს? არსებობენ ადამიანები რომლის გულშიც ჭეშმარიტი ხელოვნების და ამ ისტორიული დარგის, თეატრის სიყვარულის ცეცხლი ჯერ კიდევ ანთია და მე მჯერა რომ ასეთი ხალხი უფრო მომრავლდება! მე მაინტერესებს თქვენი აზრით დღეს თეატრი რა პრობლემების წინაშე დგას? რა არარის და რას ისურვებდით რომ იყოს?
ალბათ ნებისმიერი თეატრისთვის მნიშვნელოვანია მაყურებლის აზრი! ასე რომ თუ წაიკითხეთ ეს პოსტი, იმედია ორ წუთსაც გამონახავთ და კომენტარის სახით დაწერთ თქვენს აზრს.
პ.ს. მოკლედ მეც და იმედი მაქვს სხვებიც, ამ თემას შემდეგში კიდევ დავუბრუნდებით და უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.

Wednesday, June 13, 2012

ცნობილი ქართული თეატრები

1. კოტე მარჯანიშვილის თეატრი
















2. რუსთაველის თეატრი

















3.თეატრი ათონელზე

















4.ახმეტელის თეატრი















5. ბათუმის თეატრი


















6.სოხუმის თეატრი


















7. მუსიკალური კომედიის თეატრი




















8. თუმანიშვილის სახელობის თეატრი















9. გრიბოედოვის თეატრი















10. სამეფო უბნის თეატრი
















11. თავისუფალი თეატრი
















და სხვა..



წყარო: http://codna.ge/თეატრი,_ოპერა/3250?time=0



უცხოური წარმოშობის ტერმინები

დღეს ქართული წარმოშობის ტერმინთა დასახელებული  მაგალითები იშვიათად გვხვდება, გაცილებით მეტია ქართულ თეატრალურ ტერმინოლოგიაში ნასესხები ტერმინები.



''ამფითეატრი''– 1.თანამედროვე თეატრში: პარტერის უკან თანდათანობით ამაღლებული დასაჯდომი აგილები. 2. ძველ საბერძნეთსა ან რომში წრიული ან ნახევრად წრიული უსახურავო ნაგებობა თანდათანობით ამაღლებული ადილებით, სადაც იმართებოდა სანახაობები.


''ანსამბლი''– მთხლიანობა, ერთიანობა.. მოცეკვავეთა, მომღერალთა, დამკვრელთა, რომელიც გამოდის როგორც ერთი მთლიანი მხატვრული კოლექტივი.'


''არტისტი''– მსახიობი.


''აფიშა''– მსხვილი ასოებით დაწერილი ან დაბეჭდილი განცხადება, წარმოდგენის , კონცერტის, ლექციისა და მისთანათა შესახებ.


''ბალკონი''– მაყურებლის ადგილები, შუა და ზედა იარუსებზე.


''გრიმი''– მსახიობის სახის შეცვლა სპეციალური საღებავებით.


''რეპეტიცია''– დრამატული, მუსიკალური და სხვა ნაწარმოების წინასწარი შესრულება მაყურებელთა წინაშე გამოსვლამდე.


''სცენა''– თეატრალური წარმოდგენისთვის განკუთვნებული ამაღლებული ადგილი.
და სხვა..


წყარო: http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0002/000347/

რამდენიმე ძველი ქართული თეატრალური ტერმინები

ძველ ქართულში დასტურდება შემდეგი  ქართული წარმოშობის ტერმინები:


''ბერიკა''ნიღბების ქართულ–ხალხურ თეატრ ''ბერიკაობის'' მონაწილე მსახიობი


''დასდებელი''– (დაზდებული საბა) – მომღერალ გუნდთან ერთად სოლისტების გამოსვლანეფე–დედოფლის საქებლად, შესამკობად


''დედოფალა'' – ძველი ქართული ხალხური თორჯინის სახელწოდება.


''კუკი''– ძველი ქართული ხალხური თორჯინების ტეატრის თოჯინის სახელწოდება.


''ლიზღობა''– ძველი ქართული თეატრალური ტერმინი. რომელიც , აღნიშნავდა ისეთ ხუმრობას მაღალი წრის წარმომადგენლების თამამ განქიქებას , როცა ამისათვის არავინ ისჯებოდა. 


''მახიობელი''– ძველ ქართულ თეატრ ''სახიობის'' მიმიკოსი მსახიობი.


''მემღერე''– ძველი ქართული თეატრის ''სახიობის'' დასის პროფესიონალური შემსრულებელი.


''მემუღამე''– ძველ საქართველოში მომღერალი, მუსიკოს–იმპროვატორი, იგავების, გამოცანების შემთხვზელი და მათივე ამომხსნელი'.


''ხუმარა''– ოხუნჯი, ენა მოსწრებული.


''სახიონი''– ნიღბის ძველქართული ხალხური სახელწოდება.


''როკვა''– ცეკვა თამაში.


''მრგუალი''– ფერხული.


''მაოცარი''– თვალთმაქცი.


''მოკიცხარი''– ძველი ქართული თეატრის ''სახიობის'' დასის პროფესიონალური შემსრულებელი, მოცეკვავე.


''მენოაგე''– სასახლის გასართობი სახიობის მსმენელ–მაყურებელი.
და სხვა...



წყარო: http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0002/000347/



Friday, May 18, 2012

ქართული თეატრის მსახიობები


  • კახი კავსაძე - ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. აღსანიშნავი როლებია: ადამი („ღვთაებრივი კომედია”), თავადი კოწია („გუშინდელნი”), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა”), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონო”), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე”), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III”), კენტი („მეფე ლირი”), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე”), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”) 

  • მედეა ჩახავა - ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. აღსანიშნავი როლებია: ჟუჟუნა (ბედნიერი შეხვედრა) , ცქრიალა (ჭრიჭინა) , მელანო (ბაში-აჩუკი) , მედეა (Andzamb tchanachum em) , მეეზოვე ქალი (მანანა) , მეფოლადის ცოლი (დღე უკანასკნელი, დღე პირველი) , ნინო (ნინო) , თამრო (გლახის ნაამბობი) , ქეთო (თხუნელა) , მაგდა (ალოობა) , სოფიო (მხიარული რომანი) , ნატალია (ოქროს ობობა) და სხვა.

  • ოთარ მეღვინეთუხუცესი - ქართველი მსახიობი. აღსანიშნავი როლებია: “ფატიმა" ჯამბულატი , “ერთი ცის ქვეშ" ბონდო, “კეთილი ადამიანები" გიგა ბეთანელი, “ვინ შეკაზმავს ცხენს" გვადი, “ვედრება" ჯოყოლა, “ტარიელ გოლუა" გაიოზ გადალენდია, “დიდოსტატის მარჯვენა" მეფე გიორგი, “ყელსაბამი ჩემი სატრფოსათვის" მაჰმუდი,“მთვარის მოტაცება" არზაყანი, “მზე შემოდგომისა" ვახტანგი, “ნატვრის ხე" ელიოზი, “დათა თუთაშხია" დათა, “გაგიმარჯოთ ყველას" ფიროსმანი, “ძმა" ფაღავა, "ჭიდაობას რა უნდა" ბაადური, “თეთრი ბაირაღები" ისიდორე, “წარსულის აჩრდილები" ქაიხოსრო, "განვედ ჩემგან"  და სხვა.

  • გურანდა გაბუნია - ქართველი მსახიობი. აღსანიშნავი როლებია: ვადიმ კოროსტილევი "მარტოობის დღესასწაული", ნოდარ დუმბაძე "მე ვხედავ მზეს" მარგალიტა, ლალი როსება "პროვინციული ამბავი" ნინო, უილიამ შექსპირი "ოტელო" ემილია, ლევ ტოლსტოი "ანა კარენინა" დოლი, უილიამ შექსპირი "მეფე ლირი" გონერილა, ევგენი შვარცი "თოვლის დედოფალი" ყაჩაღების წინამძღოლი, ბერტოლდ ბრეხტი "სამგროშიანი ოპერა"ცელია პიჩემი და სხვა.

  • სესილია თაყაიშვილი -  ქართველი მსახიობი. აღსანიშნავი როლებია:  „ჭირვეული მეზობლები“, „ქეთო და კოტე“ ,  „ხინჯი“ , „ჩრდილი გზაზე“ ,  „საბუდარელი ჭაბუკი“ , „სხვისი შვილები“ ,  „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ , „თოჯინები იცინიან“ , „პიერი — მილიციის თანამშრომელი“ , „მე ვხედავ მზეს“ ,  „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ , „დიდოსტატის მარჯვენა“ ,  „როცა აყვავდა ნუში“ , „ნერგები“ , „არ დაიჯერო, რომ აღარ ვარ“ , „ნატვრის ხე“ , „დათა თუთაშხია“ , „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“  და სხვა.

  • გივი ბერიკაშვილი - ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი. აღსანიშნავი როლებია: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ოთარი, "რომეო და ჯულიეტა" გრეგორიო, "მე ვხედავ მზეს" ოტია, "თამაში ჭვავის ყანაში" რობერტი, "რომეო, ჯულიეტა და წყვდიადი" მამა, "მაია წყნეთელი" მეფე ერეკლე, "კონსული მოიპარეს" კონსული, "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი" მიტუა, "ჰამლეტი" პირველი მესაფლავე და სხვა.

  • სოფიკო ჭიაურელი - ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.  აღსანიშნავი როლებია: "მე ვხედავ მზეს" ხატია, "რომეო და ჯულიეტა" ჯულიეტა, "ჟანა დარკი" ჟანა დარკი,  "ეზოში ავი ძაღლია" სარე, "ვერაგობა და სიყვარული" ლედი მილფორდი, "კაცია ადამიანი" დარეჯანი, "ზაფხულის ღამის სიზმარი" ჰერმია, "ანტიგონე" ანტიგონე, "სიყვარულის სულთათანა" გრასიელა და სხვა. 

  • ვერიკო ანჯაფარიძე - ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.  აღსანიშნავი როლებია:  მაყვალა (ა. ყაზბეგის „მოძღვარი"), კლეოპატრა ( უ. შექსპირის „ანტონიოს და კლეოპატრა"), დარეჯანი (ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი", სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952), გრაფინია (პ. ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება"), დიდოსტატის მარჯვენა , მარიამ სტიუარტი (ფ. შილერის „მარიამ სტიუარტი"), მედეა (ევრიპიდეს „მედეა"), ბებია (ა. კასონას „ხეები ზეზეურად კვდებიან"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი") და სხვა.  


წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/კახი_კავსაძე 
             http://ka.wikipedia.org/wiki/მედეა_ჩახავა
             http://ka.wikipedia.org/wiki/ოთარ_მეღვინეთუხუცესი
             http://ka.wikipedia.org/wiki/გურანდა_გაბუნია
             http://ka.wikipedia.org/wiki/სესილია_თაყაიშვილი
             http://ka.wikipedia.org/wiki/გივი_ბერიკაშვილი
             http://ka.wikipedia.org/wiki/სოფიკო_ჭიაურელი
             http://ka.wikipedia.org/wiki/ვერიკო_ანჯაფარიძე

Wednesday, May 16, 2012

თეატრის სახეობები

                   თეატრის სხვადასხვა სახეობები არსებობს
      მუსიკალური თეატრის სახეობებია – ოპერა, ოპერეტა, მიუზიკლი. უსიტყვო თეატრია პანტომიმა
      თეატრში ძირითადად ადამიანები თამაშობენ, მაგრამ ამასთან ერთად არსებობს თეატრები თოჯინების ან ჩრდილების მონაწილეობით.
               სახეობები :

  • ბალეტი– სცენური ხელოვნების სახეობა, რომლის შინაარსი გამოხატულია საცეკვაო–მუსიკალური ფორმით. ბალეტის ფესვები ხალხურ ცეკვაშია. მან ჩამოყალიბება დაიწყო მე–16 საუკუნეში ევროპაში. უმეტეს წილად ბალეტს საფუძვლად უდევს რაიმე სიუჟეტი, დრამატურგიული ჩანაფიქრი, ლიბრეტო, მაგრამ არის საბალეტო წარმოდგენები სიუჟეტების გარეშეც. საბალეტო ცეკვის ძირითადი სახეობებია კლასიკური და სახასიათო

  • დრამა–  ეპოსსა და ლირიკასთან ერთად წარმოადგენს ლიტერატურის სამ მთავარ ჟანრთაგან ერთ-ერთს, გარდა ამისა, ცალკეულ პიესასაც შეიძლება დრამა ვუწოდოთ. თეატრში მთავარი არის დრამა, ანუ ტექსტი. მაშასადამე დრამა ლიტერატურული ფორმაა, რომელიც მოიცავს მსახიობთათვის დაწერილი სცენარის შესრულებას, როლის განსახიერებას.

  • კომედია–  დრამის ერთ-ერთი სახე, სადაც კოლიზია და ხასიათები გამსჭვალულია კომიზმით.

  • მიუზიკლი– მუსიკალური-სასცენო ნაწარმოები (უმთავრესად კომედიური ხასიათისა), რომელშიაც გამოყენებულია ესტრადის, საბალეტო მუსიკის, ქორეოგრაფიისა და საოპერო ხელოვნების გამომსახველობითი საშუალებები.

  •  ოპერა–  თეატრალური წარმოდგენის მხატვრულ-დრამატული ფორმა, რომელშიც მოქმედება ძირითადად მუსიკით (სიმღერითა და აკომპანემენტით) სრულდება. ოპერა ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თხზულებას.

  • პანტომიმა– მსახიობი, რომელიც მხოლოდ სხეულის მოძრაობით თამაშობს, სიტყვა-სიტყვით მიბაძვით ყველაფრის წარმომსახველი. სცენური ხელოვნების სახეობა, რომელიც გულისხმობს მხატვრული სახის შექმნას უსიტყვოდ ადამიანის სხეულის პლასტიკური გამომსახველობით, ჟესტით, მიმიკით.

  • ტრაგედია–  რელიგიური სატირული სიმღერები, რომლებიც სრულდებოდა თხის მსხვერპლად შეწირვის დროს დიონისესადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე წელიწადში 4-ჯერ) დრამატული ჟანრი, გამსჭვალული ტრაგიკულის პათოსით.

წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/თეატრი

ქართული თეატრი


     საქართველოში ოდითგანვე არსებობდა მდიდარი თეატრალური კულტურა, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ნივთები. მაგალითად, ძვ. წ. აღ. II ათასწლეულის ვერცხლის თასზე გამოსახულია ნიღბოსანთა ფერხული, კოლხურ მონეტებსა და ქართლის მონეტებზე კი – მოცეკვავე ხარის ნიღბით. მსგავსი გამოსახულებები გვხვდება მინიატურებზე, ხელნაწერებში, ჭედური ხელოვნების ნიმუშებზე.

     აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში არსებობდა თეატრონი, სადაც ასრულებდნენ „რუსთაველისა და თეიმურაზის გაბაასებას“.
     ძველ ქართულ ხალხურ სანახაობათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ნიღბოსანთა თეატრი – ბერიკაობა. ბერიკები თაობათა მიერ დამუშავებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული სცენარების მიხედვით ქმნიდნენ „სპექტაკლებს“, თუმცა მთელ რიგ სცენებს უშუალოდ სპექტაკლის მსვლელობისას თხზავდნენ.
      არსებობდა ხალხური თეატრის კიდევ ერთი სახეობა – ყეენობა. ეს იყო დიდი სახალხო სანახაობა, საკარნავალო დღესასწაული, რომელიც ასახავდა ქართველი ხალხის ბრძოლას უცხოელ დამპყრობელთა წინააღმდეგ. ყეენობაში მონაწილებას მთელი ხალხი იღებდა.
     XVII საუკუნეში აღორძინდა სასკოლო-საეკლესიო თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა თელავის სემინარიის ლექტორი დავით ალექსი-მესხიშვილი. სასკოლო თეატრში კითხულობდნენ ლექსებს, დგამდნენ სხვადასხვა ნაწარმოებებს. ასეთი თეატრი სასულიერო სასწავლებლებთან არსებობდა. მათთვის იწერებოდა საგანგებო, რელიგიური შინაარსის სასკოლო დრამები6.

       XVIII საუკუნეში ერეკლე მეორის კარზე შეიქმნა საერო თეატრი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გიორგი ავალიშვილი. თეატრის დასი წარჩინებული, განათლებული, წიგნიერი ადამიანებისაგან შედგებოდა  
        1850 წელს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა დახმარებით მსახიობმა გიორგი ერისთავმა დააარსა ქართული თეატრი. პირველი წარმოდგენა – გიორგი ერისთავის „გაყრა“ თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობაში გაიმართა 14 იანვარს, ამიტომ ეს დღე ქართული თეატრის დღედ არის მიჩნეული.
          ქართული პროფესიული თეატრი თბილისში აღდგა 1879 წელს და მალე მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ შესანიშნავი მსახიობები: უშანგი ჩხეიძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი და სხვა მრავალი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქართველ რეჟისორთა სახელები, რომელთა წყალობითაც გაიფურჩქნა ქართული თეატრი: კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი.
          ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან ფიქრობდნენ საბავშო თეატრის შექმნას. 1871 წელს დ. შალიკაშვილის სახლში დაიდგა ორი წარმოდგენა ბავშვებისათვის. მიუხედავად მცდელობისა, საბავშვო თეატრი 1928 წლამდე ვერ გაიხსნა. 1928 წლის 16 დეკემბერს კი თბილისის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო ქართულმა თეატრმა პირველი მაყურებელი მიიღო. საბავშვო თეატრის წინა საფეხურად სასკოლო თეატრი მიიჩნევა.


წყარო: “საუბრები ხელოვნებაზე”
გამომცემლობა– ''მერიდიანი''