მუსიკალური თეატრის სახეობებია – ოპერა, ოპერეტა, მიუზიკლი. უსიტყვო თეატრია პანტომიმა
თეატრში ძირითადად ადამიანები თამაშობენ, მაგრამ ამასთან ერთად არსებობს თეატრები თოჯინების ან ჩრდილების მონაწილეობით.
სახეობები :
- ბალეტი– სცენური ხელოვნების სახეობა, რომლის შინაარსი გამოხატულია საცეკვაო–მუსიკალური ფორმით. ბალეტის ფესვები ხალხურ ცეკვაშია. მან ჩამოყალიბება დაიწყო მე–16 საუკუნეში ევროპაში. უმეტეს წილად ბალეტს საფუძვლად უდევს რაიმე სიუჟეტი, დრამატურგიული ჩანაფიქრი, ლიბრეტო, მაგრამ არის საბალეტო წარმოდგენები სიუჟეტების გარეშეც. საბალეტო ცეკვის ძირითადი სახეობებია კლასიკური და სახასიათო
- დრამა– ეპოსსა და ლირიკასთან ერთად წარმოადგენს ლიტერატურის სამ მთავარ ჟანრთაგან ერთ-ერთს, გარდა ამისა, ცალკეულ პიესასაც შეიძლება დრამა ვუწოდოთ. თეატრში მთავარი არის დრამა, ანუ ტექსტი. მაშასადამე დრამა ლიტერატურული ფორმაა, რომელიც მოიცავს მსახიობთათვის დაწერილი სცენარის შესრულებას, როლის განსახიერებას.
- მიუზიკლი– მუსიკალური-სასცენო ნაწარმოები (უმთავრესად კომედიური ხასიათისა), რომელშიაც გამოყენებულია ესტრადის, საბალეტო მუსიკის, ქორეოგრაფიისა და საოპერო ხელოვნების გამომსახველობითი საშუალებები.
- ოპერა– თეატრალური წარმოდგენის მხატვრულ-დრამატული ფორმა, რომელშიც მოქმედება ძირითადად მუსიკით (სიმღერითა და აკომპანემენტით) სრულდება. ოპერა ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თხზულებას.
- პანტომიმა– მსახიობი, რომელიც მხოლოდ სხეულის მოძრაობით თამაშობს, სიტყვა-სიტყვით მიბაძვით ყველაფრის წარმომსახველი. სცენური ხელოვნების სახეობა, რომელიც გულისხმობს მხატვრული სახის შექმნას უსიტყვოდ ადამიანის სხეულის პლასტიკური გამომსახველობით, ჟესტით, მიმიკით.
- ტრაგედია– რელიგიური სატირული სიმღერები, რომლებიც სრულდებოდა თხის მსხვერპლად შეწირვის დროს დიონისესადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე წელიწადში 4-ჯერ) დრამატული ჟანრი, გამსჭვალული ტრაგიკულის პათოსით.
წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/თეატრი


No comments:
Post a Comment