Wednesday, June 27, 2012

ვიდეო არქივი



,,კომედიანტები,,  

რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი როლებში: ნიკო გომელაური, რამაზ იოსელიანი, სლავა ნათენაძე, მაია დობორჯგინიძე, ირინა მეღვინეთუხუცესი




,,ძმები,, 

რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი როლებში: ნიკო გომელაური, აპოლონ კუბლაშვილი, კახა მიქიაშვილი, ბუბა გოგორიშვილი, ჯაბა კილაძე, მამუკა მუმლაძე, თიკო კორძაძე, ევა ხუტუნაშვილი, მაია დობორჯგინიძე, სლავა ნათენაძე






,,იდიოტოკრატია,,  

რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი როლებში: ნიკო გომელაური, სანდრო მარგალიტაშვილი, კახა მიქიაშვილი, თიკო კორძაძე, სლავა ნათენაძე, ლელა მეტრეველი, მაია დობორჯგინიძე, ქეთა ლორთქიფანიძე, აპოლონ კუბლაშვილი, ჯაბა კილაძე, მამუკა მუმლაძე, თამუნა ნიკოლაძე






,,კავკასიური ცარცის წრე,,  

 რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი როლებში: ნიკო გომელაური, მარიშა კიტია, კახა მიქიაშვილი, თიკო კორძაძე, სლავა ნათენაძე, სანდრო მარგალიტაშვილი,მაია დობორჯგინიძე, ქეთა ლორთქიფანიძე, მამუკა მუმლაძე, ვანო ქურასბედიანი, გიორგი ჯიქია, ოთო კოვზირიძე




,,ბინა ყიფშიძის ქუჩაზე,, 

 რეჟისორი: გიორგი შალუტაშვილი როლებში: ვანო იანტბელიძე, თამრიკო მამულაშვილი, თამუნა ადამია, თამუნა ნიკოლაძე, ჯაბა კილაძე, მაია დობორჯგინიძე, გვანცა გიორგობიანი, თამთა პატაშური, ანი ალადაშვილი, მახო შაყულაშვილი, ბაჩო სოხაძე












Sunday, June 24, 2012

თეატრის პრობლემები


ინტერვიუ ირინა ღოღობერიძესთან

„გოდოს მოლოდინში ვართ, იმედია, გოდო მოვა…“ ინტერვიუ ირინა ღოღობერიძესთან. (დაიბეჭდა გაზეთში “დრონი.ჯი”, 2010 წლის მაისში). რეზო შატაკიშვილი რა პრობლემები აქვს დღეს ქართულ თეატრს და ამ პრობლემათაგან, რომელი ვლინდება უშუალოდ მაშინ როდესაც მაყურებელი სპექტაკლს უყურებს? რომელია ამ პრობლემებიდან „ქართული“ – ანუ ისეთი რაც არ ახასიათებს დასავლურ თეატრს? ამ თემებზე „დრონი.გე“ ესაუბრება თეატრმცოდნე ირინა ღოღობერიძეს, რომლისთვისაც დღევანდელი [...]

„სპექტაკლმა უნდა ააფორიაქოს, ააღელვოს მაყურებელი… წონასწორობა დააკარგვინოს…“

როგორ აწვალებს მაყურებელს გოგი მარგველაშვილი? (დაიბეჭდა გაზეთ „ქართულ უნივერსიტეტში“). რეზო შატაკიშვილი რა პროცესი მიმდინარეობს დღეს ქართულ თეატრში, რა ტენდენციები იკვეთება და რა როლი აქვს ამ პროცესში ახალაგზრდობას  და პირიქით, რა როლი აკისრია დღეს თეატრს ახალგაზრდობის და საერთოდ ადამიანის ცხოვრებაში? როგორი მაყურებელია ახალგაზრდობა და როგორია როგორც შემოქმედი? ამ საკითხებზე „ქართული უნივერსიტეტი“ ესაუბრება რეჟისორსა და პედაგოგს, თეატრისა [...]

როგორი იქნება უთეატრო თაობა? ინტერვიუ გია კიტიასთან

„არა თაობა, არამედ ცალკე ცალების კრებული“ რა როლი აკისრია თეატრს მოზარდების აღზრდაში და როგორი იქნება უთეატრო თაობა? ინტერვიუ გია კიტიასთან რეზო შატაკიშვილი (დაიბეჭდა გაზეთ “ქართულ უნივერსიტეტში”). რას აძლევს ბავშვს თეატრთან ზიარება და რა ხდება მაშინ როცა მას ამ სასწაულის ნაცვლად სატყუარას ვთავაზობთ? რა როლს ასრულებს თეატრი ბავშვის ადამიანად ჩამოყალიბებაში? რატომ აკისრია საბავშვო თეატრს გაორმაგებული პასუხისმგებლობა? [...]


წყარო: http://rezoshatakishvili.wordpress.com/category/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

თანამედროვე ქართული თეატრი


ადრე, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ჩვენს საიტს ჰქონდა ფორუმი, ერთ-ერთმა ჩვენმა მომხმარებელმა საკითხს: “კვდება თუ არა თეატრი” მიუძღვნა თემა სადაც ზოგადად ისაუბრა დღეევანდელი თეატრის ყოფაზე, მინდა ვთქვა რომ თეატრი არ კვდება, უბრალოდ დრო ცვლის ყველაფერს და მასთან ერთად იცვლება თეატრიც, იცვლებიან მსახიობები, მაყურებლები და ა.შ. თუმცა თეატრი ხელოვნების ის დარგია, რომელსაც დასაბამი ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან აქვს, იგი დღემდე ვითარდება და იცვლება. თეატრი ხელოვნების ისეთი რელიქვიაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც მამისგან შვილს მისი გვარი და ამ საგვარეულო ჯაჭვის გაწყვეტა შეუძლებელია! როგორც მახსოვს ქართული თეატრის ისტორიიდან 19-20 საუკუნის საქართველო თეატრალური ცხოვრების განვითარების პიკზე იყო.
ამ დროს იდგმებოდა ისეთი სპექტაკლები რომლებიც ცვლიდნენ ხალხის მსოფლხედველობას. (იხილეთ ზოგიერთი სპექტაკლი) თითოეულ სპექტაკლის,თითოეულ დიალოგში, ყველა ასაკის ადამიანი სწავლობდა სხვის შეცდომაზე, იღებდა ცხოვრებისეულ გამოცდილებას, იმიტომ რომ თითქმის ყველა სპექტაკლი შექმნილი და დადგმული იყო რეალურ მოვლენებზე, რომელსაც რეჟისორი ისე საინტერესოდ და ლამაზად ფუთავდა რომ, რაც არუნდა მწარე რეალობა ყოფილიყო, მაინც დიდი ინტერესით და უმეტეს შემთხვევაში ღიმილით უყურებდნენ. თეატრი ეს ის ადგილია, სადაც სცენაზე, შენს ცხოვრებას გვერდიდან უყურებ, შეიძლება მოულოდნელად რომელიმე მსახიობში, შენი თავიც დაინახო… კინოსგან განსხვავებით თეატრში ყველა სიტყვა,გრძნობა და მოქმედება უფრო მძაფრ და რეალისტურ შეგრძნებებს ტოვებს მაყურებელში ვიდრე სახლში, ტელევიზორში ნანახი ცხოვრებისეული ან სხვა მსგავსი ფილმი.
საინტერესო რა ხდება? თქვენი აზრით რა აკლია ქართულ თეატრს? არსებობენ ადამიანები რომლის გულშიც ჭეშმარიტი ხელოვნების და ამ ისტორიული დარგის, თეატრის სიყვარულის ცეცხლი ჯერ კიდევ ანთია და მე მჯერა რომ ასეთი ხალხი უფრო მომრავლდება! მე მაინტერესებს თქვენი აზრით დღეს თეატრი რა პრობლემების წინაშე დგას? რა არარის და რას ისურვებდით რომ იყოს?
ალბათ ნებისმიერი თეატრისთვის მნიშვნელოვანია მაყურებლის აზრი! ასე რომ თუ წაიკითხეთ ეს პოსტი, იმედია ორ წუთსაც გამონახავთ და კომენტარის სახით დაწერთ თქვენს აზრს.
პ.ს. მოკლედ მეც და იმედი მაქვს სხვებიც, ამ თემას შემდეგში კიდევ დავუბრუნდებით და უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.

Wednesday, June 13, 2012

ცნობილი ქართული თეატრები

1. კოტე მარჯანიშვილის თეატრი
















2. რუსთაველის თეატრი

















3.თეატრი ათონელზე

















4.ახმეტელის თეატრი















5. ბათუმის თეატრი


















6.სოხუმის თეატრი


















7. მუსიკალური კომედიის თეატრი




















8. თუმანიშვილის სახელობის თეატრი















9. გრიბოედოვის თეატრი















10. სამეფო უბნის თეატრი
















11. თავისუფალი თეატრი
















და სხვა..



წყარო: http://codna.ge/თეატრი,_ოპერა/3250?time=0



უცხოური წარმოშობის ტერმინები

დღეს ქართული წარმოშობის ტერმინთა დასახელებული  მაგალითები იშვიათად გვხვდება, გაცილებით მეტია ქართულ თეატრალურ ტერმინოლოგიაში ნასესხები ტერმინები.



''ამფითეატრი''– 1.თანამედროვე თეატრში: პარტერის უკან თანდათანობით ამაღლებული დასაჯდომი აგილები. 2. ძველ საბერძნეთსა ან რომში წრიული ან ნახევრად წრიული უსახურავო ნაგებობა თანდათანობით ამაღლებული ადილებით, სადაც იმართებოდა სანახაობები.


''ანსამბლი''– მთხლიანობა, ერთიანობა.. მოცეკვავეთა, მომღერალთა, დამკვრელთა, რომელიც გამოდის როგორც ერთი მთლიანი მხატვრული კოლექტივი.'


''არტისტი''– მსახიობი.


''აფიშა''– მსხვილი ასოებით დაწერილი ან დაბეჭდილი განცხადება, წარმოდგენის , კონცერტის, ლექციისა და მისთანათა შესახებ.


''ბალკონი''– მაყურებლის ადგილები, შუა და ზედა იარუსებზე.


''გრიმი''– მსახიობის სახის შეცვლა სპეციალური საღებავებით.


''რეპეტიცია''– დრამატული, მუსიკალური და სხვა ნაწარმოების წინასწარი შესრულება მაყურებელთა წინაშე გამოსვლამდე.


''სცენა''– თეატრალური წარმოდგენისთვის განკუთვნებული ამაღლებული ადგილი.
და სხვა..


წყარო: http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0002/000347/

რამდენიმე ძველი ქართული თეატრალური ტერმინები

ძველ ქართულში დასტურდება შემდეგი  ქართული წარმოშობის ტერმინები:


''ბერიკა''ნიღბების ქართულ–ხალხურ თეატრ ''ბერიკაობის'' მონაწილე მსახიობი


''დასდებელი''– (დაზდებული საბა) – მომღერალ გუნდთან ერთად სოლისტების გამოსვლანეფე–დედოფლის საქებლად, შესამკობად


''დედოფალა'' – ძველი ქართული ხალხური თორჯინის სახელწოდება.


''კუკი''– ძველი ქართული ხალხური თორჯინების ტეატრის თოჯინის სახელწოდება.


''ლიზღობა''– ძველი ქართული თეატრალური ტერმინი. რომელიც , აღნიშნავდა ისეთ ხუმრობას მაღალი წრის წარმომადგენლების თამამ განქიქებას , როცა ამისათვის არავინ ისჯებოდა. 


''მახიობელი''– ძველ ქართულ თეატრ ''სახიობის'' მიმიკოსი მსახიობი.


''მემღერე''– ძველი ქართული თეატრის ''სახიობის'' დასის პროფესიონალური შემსრულებელი.


''მემუღამე''– ძველ საქართველოში მომღერალი, მუსიკოს–იმპროვატორი, იგავების, გამოცანების შემთხვზელი და მათივე ამომხსნელი'.


''ხუმარა''– ოხუნჯი, ენა მოსწრებული.


''სახიონი''– ნიღბის ძველქართული ხალხური სახელწოდება.


''როკვა''– ცეკვა თამაში.


''მრგუალი''– ფერხული.


''მაოცარი''– თვალთმაქცი.


''მოკიცხარი''– ძველი ქართული თეატრის ''სახიობის'' დასის პროფესიონალური შემსრულებელი, მოცეკვავე.


''მენოაგე''– სასახლის გასართობი სახიობის მსმენელ–მაყურებელი.
და სხვა...



წყარო: http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0002/000347/